loader

"თავდაპირველად ღამურებში გაჩნდა, შემდეგ კი მოშინაურებული ცხოველები აღმოჩნდნენ გადამტანები" - ჯანმოს ახალი ვერსია, თუ როგორ გავრცელდა კორონავირუსი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"თავდაპირველად ღამურებში გაჩნდა, შემდეგ კი მოშინაურებული ცხოველები აღმოჩნდნენ გადამტანები" - ჯანმოს ახალი ვერსია, თუ როგორ გავრცელდა კორონავირუსი

პირველადი კვლევების საფუძველზე დგინდება, რომ კორონავირუსი ბუნებრივი წარმოშობისაა და ის პირველად ცხოველებში ჩინეთის ან სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ტერიტორიაზე გაჩნდა. ამის შესახებ პიტერ დაშაკმა ისაუბრა, რომელიც ჩინეთში მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ვირუსის წარმომავლობის შესასწავლად მიავლინა. მისი განმარტებით, ახალი სახეობის კორონავირუსი  თავდაპირველად ღამურებში გაჩნდა, ისინი  კი მოშინაურებული ველური ცხოველებისთვის აღმოჩნდნენ გადამტანები, ხოლო ამ ჯაჭვის საბოლოო სამიზნე ადამიანი გახდა. სწორედ ამ ვერსიას განიხილავდნენ ჩინელი მეცნიერები თავდაპირველად, რომელსაც კონკურენტის სახით ახალი თეორია გამოუჩნდა, რომლის მიხედვითაც, კორონავირუსი ლაბორატორიაში ხელოვნურად შეიქმნა. რაც შეეხება ამ უკანასკნელს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საერთაშორისო მკვლევართა გუნდის მიხედვით, ეს ვერსია იმდენად არარეალურია, რომ ის შემდგომ შესწავლას არ იმსახურებს.

ავტორი: ნინი გაბისონია