loader

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 396 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 18 015 ტესტი ჩატარდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 396 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 18 015 ტესტი ჩატარდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 18 015 კვლევა ტესტით, მათ შორის 11 021 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 994 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 396 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 268 097-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 19 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.2%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.6%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.4%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 469 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 261 066-მდე.

სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 19 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 425 პირი ემსხვერპლა.