loader

სალომე ზურაბიშვილმა ელჩებთან შექმნილი პოლიტიკური მდგომარეობა და არსებული სიტუაციიდან გამოსვლის გზები განიხილა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სალომე ზურაბიშვილმა ელჩებთან შექმნილი პოლიტიკური მდგომარეობა და არსებული სიტუაციიდან გამოსვლის გზები განიხილა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

პრეზიდენტმა ელჩებთან ერთად დეტალურად განიხილა შექმნილი პოლიტიკური მდგომარეობა და არსებული სიტუაციიდან გამოსვლის გზები.

ცნობისთვის, სამართალდამცავებმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მელიას აყვანის სპეცოპერაცია პარტიის ცენტრალურ ოფისში გამთენიისას დაიწყო. ოპერაციის ფარგლებში შსს-მ სპეციალური ტექნიკა და სპეცდანიშნულების რაზმი გამოიყენა. გაუშვა ე.წ. წიწაკის სპრეი, რითაც პარტიის ოფისში მყოფი პირები დაშალა.