loader

“კრიზისიდან გამოსავალი არსებობს მხოლოდ ამ გზით: სასწრაფოდ ნიკა მელიას და რურუას გათავისუფლება, დევნის შეწყვეტა და ტექნიკურად მომზადება ახალი, ნორმალური ვადამდელი არჩევნებისთვის“ - გიგა ბოკერია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“კრიზისიდან გამოსავალი არსებობს მხოლოდ ამ გზით: სასწრაფოდ ნიკა მელიას და რურუას გათავისუფლება, დევნის შეწყვეტა და ტექნიკურად მომზადება ახალი, ნორმალური ვადამდელი არჩევნებისთვის“ - გიგა ბოკერია

კითხვაზე, რა პოზიცია ჰქონდათ შეხვედრაზე დიპლომატებს, ბოკერიამ განაცხადა, რომ ის არასდროს საუბრობს პარტნიორების ნაცვლად.
„მე არასდროს არ ვსაუბრობ ჩვენი პარტნიორი დიპლომატების ნაცვლად, მათ პოზიციას გამოხატავს ხოლმე ის საჯარო პოზიცია, რაც მათი დედაქალაქიდან ისმის და რაც მათ განცხადებებშია და ჩვენ ვნახეთ ეს განცხადებები. ყველა, ვინც ქართველი ხალხის სწრაფვას სრული ლიბერალური დემოკრატიისკენ, თავისუფალ სამყაროში დაბრუნებისკენ და პუტინის რუსეთის აგრესიისგან დაცვისკენ მხარს უჭერს, ყველამ გამოხატა თავისი პოზიცია. ზოგმა კიდევ უფრო მკვეთრი ფორმით, ზოგმა შედარებით ნაკლებად, მაგრამ შინაარსობრივად ძალიან მკვეთრად ყველა არის უბრალოდ შეშფოთებული კი არა, ყველა ემზადება ნაბიჯებისთვის, როგორ შეუშალონ ხელი ამ ჩვენი ქვეყნისთვის საშიშ რეჟიმს“, - განაცხადა ბოკერიამ.