რას წარმოადგენდა "შულავერის კომიტეტი", რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილი "რადიკალურ ოპოზიციას" ადარებს?
16:39 / 24-02-2021
საქართველოს კონსტიტუციის მიღებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო სხდომაზე პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა ოპოზიციის მიმართ მკაფიო კრიტიკით გამოირჩეოდა. მან აღნიშნული პოლიტიკური მოძრაობა საბოტაჟში, კანონისა და მართლმსაჯულების მიმართ დაუმორჩილებლობაში დაადანაშულა. ამასთანავე, ოპოზიცია "შულავერის კომიტეტს" შეადარა, რომელიც ქვეყნის კონსტიტუციის დამხობას ცდილობს.