loader

ირაკლი ღარიბაშვილმა ვიცე-პრემიერები დანიშნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ირაკლი ღარიბაშვილმა ვიცე-პრემიერები დანიშნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვიცე-პრემიერებად დავით ზალკალიანი და ვანო მაჭავარიანი დანიშნა. შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

„ჩვენ გვეყოლება დღეიდან ორი ვიცე-პრემიერი - დავით ზალკალიანი და ივანე მაჭავარიანი, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს ვიცე-პრემიერის პოსტი გიორგი გახარიას პრემიერობის დროსაც ეკავა. რაც შეეხება კიდევ ერთ ვიცე-პრემიერს, გახარიას მინისტრთა კაბინეტში აღნიშნულ თანამდებობას მაია ცქიტიშვილი იკავებდა, რომელმაც ირაკლი ღარიბაშვილის გაპრემიერების შემდეგ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობა დატოვა.