loader

ვახო სანაიას და მისი ცოლის ნათესავს თავს დაესხნენ - შსს-მ 3 პირი დააკავა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვახო სანაიას და მისი ცოლის ნათესავს თავს დაესხნენ - შსს-მ 3 პირი დააკავა

ვახო სანაიას და მისი ცოლის ნათესავს თავს დაესხნენ. აღნიშნულ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 3 პირი დააკავა.

"ფორმულას" ინფორმაციით, ტელეწამყვანს და მისი ცოლის ნათესავს თბილისში, წყნეთის ქუჩაზე დღეს დაესხნენ თავს. დაზარალებულები ამჟამად ექსპერტიზაზე არიან გადაყვანილები.

"ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით სამი პირი - 1993 წელს დაბადებული ვ.გ., 1988 წელს დაბადებული გ.ს. და 1988 წელს დაბადებული ს.ს. თბილისში დააკავეს. დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულებმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ჯგუფურად ფიზიკური ძალადობა განახორციელეს ტელეკომპანია "ფორმულას" ჟურნალისტის - 1985 წელს დაბადებული ვ.ს.-ს და მისი მეუღლის ნათესავის, 1986 წელს დაბადებულ ნ.მ.-ს მიმართ", - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.