loader

ვახო სანაიას პირველი კომენტარი მასზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ - "ბავშვი ისტერიკულად ტიროდა და მაინც არ ჩერდებოდნენ" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვახო სანაიას პირველი კომენტარი მასზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ - "ბავშვი ისტერიკულად ტიროდა და მაინც არ ჩერდებოდნენ"

ვახო სანაიას პირველი კომენტარი მასზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ - "ბავშვი ისტერიკულად ტიროდა და მაინც არ ჩერდებოდნენ".

ვახო სანაიას და მისი ცოლის ნათესავს წყნეთის ქუჩაზე თავს დაესხნენ. აღნიშნულ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 3 პირი დააკავა.

"ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით სამი პირი - 1993 წელს დაბადებული ვ.გ., 1988 წელს დაბადებული გ.ს. და 1988 წელს დაბადებული ს.ს. თბილისში დააკავეს. დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულებმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ჯგუფურად ფიზიკური ძალადობა განახორციელეს ტელეკომპანია "ფორმულას" ჟურნალისტის - 1985 წელს დაბადებული ვ.ს.-ს და მისი მეუღლის ნათესავის, 1986 წელს დაბადებულ ნ.მ.-ს მიმართ", - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.