loader

კადრები რუსთაველის გამზირიდან, სადაც საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებმა მელია დახატეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები რუსთაველის გამზირიდან, სადაც საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებმა მელია დახატეს

რუსთაველის გამზირზე, სადაც ოპოზიციური პარტიები ნიკა მელიას მხარდასაჭერად საპროტესტო მსვლელობას მართავენ, სამოქალაქო აქტივისტები ტოვებენ წარწერებს: „თავისუფლება“.

ამასთან, მათ რუსთაველის გამზირზე გარეული ცხოველი - მელია დახატეს.

მათი განცხადებით, ისინი ამ ფორმით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას, რომელიც ამ დროისთვის დაპატიმრებულია, სოლიდარობას უცხადებენ.

მსვლელობისას ისმის ნიკა მელიას მხარდამჭერი შეძახილებიც. აქტივისტებმა გააჟღერეს თავისუფლების ჰიმნიც.

ოპოზიციური პარტიების და მათი მხარდამჭერების მსვლელობა საკანონმდებლო ორგანოსთან დასრულდება, სადაც ისინი დღის განმავლობაში აქციას გამართავენ და შეკრებილებს სიტყვით მიმართავენ.