loader

სამხედრო გადატრიალების მცდელობა, ოპოზიციისა და ხელისუფლების აქციები - რა ხდება სომხეთში? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სამხედრო გადატრიალების მცდელობა, ოპოზიციისა და ხელისუფლების აქციები - რა ხდება სომხეთში?

ჩვენს მეზობელ სახელმწიფოში, სომხეთში რამდნეიმე დღეა აქციები იმართება, სადაც პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას მოითხოვენ. ოპოზიციამ უვადო აქციები დააანონსა, პარლამენტის წინ კარვები გაიშალა და მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს, 26 თებერვალს, მთავრობამ პოლიციის ავტობუსები განალაგა. ფაშინიანის გადადგომის მომხრეთა განმარტებით მთავრობას გონივრული გადაწყვეტილებების მიღების უნარი აღარ აქვს. მეტიც, ახლანდელ მთავრობას საგარეო პოლიტიკაში დაშვებული სერიოზული შეცდომების გამო დასდეს ბრალი, რამაც მათი განმარტებით სომხეთი განადგურების პირას მიიყვანა.

ავტორი: ნინი გაბისონია