loader

„სანქციების დაწესების შემთხვევაში, საფრთხე საქართველოს პოლიტიკური ლიდერების პირად კომფორტს კი არა, ქვეყნის სახელმწიფო ინტერესებს დაემუქრება“, - რისი მანიშნებელი იქნება, თუ დასავლეთი საქართველოს თანამდებობის პირებს სანქციებს დაუწესებს? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

„სანქციების დაწესების შემთხვევაში, საფრთხე საქართველოს პოლიტიკური ლიდერების პირად კომფორტს კი არა, ქვეყნის სახელმწიფო ინტერესებს დაემუქრება“, - რისი მანიშნებელი იქნება, თუ დასავლეთი საქართველოს თანამდებობის პირებს სანქციებს დაუწესებს?

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას პატიმრობის ფონზე, დასავლეთისგან უკვე ისმის საუბარი იმაზე, რომ შესაძლოა, საქართველოს თანამდებობის პირებს ე.წ. ინდივიდუალური სანქციები დაუწესდეთ. მათ შორის გაჟღერდა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის და შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის სახელები და, მიუხედავად ოფიციალური პოლიტიკური თანამდებობის არქონისა, სანქციების შესაძლო ადრესატად ბიძინა ივანიშვილის იქნა დასახელებული.
როგორი სანქციები შეიძლება დაუწესდეთ მათ და რას შეცვლის ეს საქართველოსთვის? ამაზე Palitravideo.ge ექსპერტებს, თენგიზ ფხალაძესა და გიორგი გობრონიძეს ესაუბრა.

ავტორი: ეკა აბაშიძე