loader

“უკვე დატანილი ვართ მსოფლიოს ზამთრის სპორტის რუკაზე“ - ნათია თურნავა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“უკვე დატანილი ვართ მსოფლიოს ზამთრის სპორტის რუკაზე“ - ნათია თურნავა

ბაკურიანში მსოფლიო თასის გამართვა წინგადადგმული ნაბიჯია, არა მარტო, ჩვენი სპორტის განვითარებისთვის, არამედ ქვეყნის ტურისტული პოტენციალის კვლავ ამოქმედებისთვის, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მისივე თქმით, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციამ უმაღლეს დონეზე შეაფასა, როგორც ორგანიზება, ასევე ქვეყნის ინფრასტრუქტურის ხარისხი.

„ბაკურიანი მსოფლიო ზამთრის სპორტის ეპიცენტრშია. დღეს მსხვილი სპორტული შეჯიბრი - სქი-ქროსში მსოფლიო თასის ეტაპი დასრულდა, რომელიც სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, რამდენიმე დღეში კი მსგავსი მაღალი რანგის შეჯიბრი უკვე სნოუბორდ ქროსში გაიმართება. საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციამ უმაღლეს დონეზე შეაფასა როგორც ორგანიზება, ასევე ჩვენი ინფრასტრუქტურის ხარისხი", - განაცხადა თურნავამ, რომელიც ბაკურიანში სქი-ქროსში მსოფლიო თასის შეჯიბრს დაესწრო და ორგანიზატორებთან ერთად აღნიშნული მაღალი რანგის ტურნირის საორგანიზაციო საკითხებს გაეცნო.
მსოფლიო თასის ეტაპები სქი-ქროსსა და სნოუბორდ-ქროსში, COVID პროტოკოლის, წესებისა და რეგულაციების მკაცრი დაცვით ტარდება. შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში 200 - მდე სპორტსმენი, საორგანიზაციო ჯგუფის წევრები და მსოფლიო თასის ეტაპზე მომუშავე ჟურნალისტები ჩამოვიდნენ. შეჯიბრება მაყურებლის გარეშე გაიმართა, მაგრამ სქი-ქროსის მოყვარულებს შეეძლოთ, მსოფლიო თასის ეტაპისთვის თვალყური ედევნებინათ იტალიურ-შვეიცარული მედია კომპანიის, Infront-ის მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში Eurosport-ის საერთაშორისო არხზე.