loader

"გიორგი გახარიას პრემიერმინისტრობისას განსხვავებული სურათი დაიხატა" - როგორ ფორმირდება პრემიერ-მინისტრების იმიჯი საქართველოში? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გიორგი გახარიას პრემიერმინისტრობისას განსხვავებული სურათი დაიხატა" - როგორ ფორმირდება პრემიერ-მინისტრების იმიჯი საქართველოში?

კომუნიკაცია, ჟესტიკულაცია, ინტონაცია, სხეულის ენა და ტერმინოლოგია საჯარო გამოსვლის ის უმნიშვნელოვანესი კომპონენტებია, რომლებზე დაყრდნობითაც რიგით მოქალაქეს გაუცნობიერებლად პოლიტიკოსის შესახებ გარკვეული წარმოდგენა ექმნება. ქართველი პოლიტიკოსების იმიჯი, როგორც წესი, ქაოტურად ყალიბდება, რადგან წინასწარ გაწერილი გეგმა არ არსებობს, რომელიც პოლიტიკაში მათი მოსვლის ბედს გადაწყვეტდა. შედეგად, ან ეკრანებზე ზუსტად ისეთი ხასიათის თვისებებს ავლენენ, როგორებიც რეალურად არიან, ან სპეციალისტთა ჯგუფის დახმარებით სწორი იმიჯის შექმნას ცდილობენ.

ავტორი: ნინი გაბისონია