"ვიწვევ ოპოზიციას: მოდით, ჩავატაროთ ვადამდელი არჩევნები და შემდეგ რეფერენდუმიც" - რა ინიციატივით მიმართა ფაშინიანმა ოპოზიციას და რა ხდება სომხეთში
18:09 / 02-03-2021
ნიკოლ ფაშინიანი უკან იხევს - ასეც შეიძლება ვუწოდოთ მის ბოლოდროინდელ განცხადებებს. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა საზოგადოებას თავისი შეცდომებისთვის საჯაროდ ბოდიში მოუხადა და პირობაც კი დადო, რომ მომხდარიდან ბევრ რამეს ისწავლის, იმავე შეცდომას აღარ დაუშვებს. სულ მალე კი მან ოპოზიცია გამოიწვია და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები შესთავაზა. უფრო კონკრეტულად, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი უშვებს შესაძლებლობას, რომ ქვეყანა საპარლამენტოდან ნახევრად საპრეზიდენტო მმართველობაზე გადავიდეს, ოქტომბერში კი ახალ კონსტიტუციასთან დაკავშირებით რეფერენდუმი ჩატარდეს.