loader

რუსეთის საგარეო უწყება - ამერიკელ კოლეგებს მოვუწოდებთ, ცეცხლს ნუ ეთამაშებიან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსეთის საგარეო უწყება - ამერიკელ კოლეგებს მოვუწოდებთ, ცეცხლს ნუ ეთამაშებიან

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ის მიერ სანქციების დაწესებას მტრულ ქმედებად აფასებს და ვაშინგტონს მოუწოდებს, ცეცხლს ნუ ეთამაშება.
„აშშ-ის ადმინისტრაციამ მტრული, ანტირუსული თავდასხმა განახორციელა, როდესაც ევროკავშირთან ერთად,“მოსკოვის დასჯის“ მიზნით მორიგი სანქციები გამოაცხადა.” - აღნიშნულია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების მტკიცებით, სანქციები რუსეთის შიდა საქმეებში ჩარევის საბაბია.

„ალექსეი ნავალნის მოწამვლის გამო სანქციების დაწესება მხოლოდ საბაბია, რომლითაც აშშ რუსეთის შიდა საქმეებში ერევა“, - ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მოსკოვის რეაქცია შესაბამისი იქნება. 2 მარტს ევროკავშირმა და აშშ-მა ერთმანეთთან კოორდინაციით, ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმესთან დაკავშირებით რუს მაღალჩინოსნებს და კომპანიებს სანქციები დაუწესეს.