თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მე-4 მექანიზებული ბრიგადის ტერიტორიაზე სამხედრო მოსამსახურემ მორიგეობის დროს თვითმკვლელობის მიზნით თავისივე ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან განახორციელა გასროლა. უწყების ცნობით, სამხედრო საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.