loader

პოლიციას ტკბილეულით სავსე თეფში სახეში ესროლა და გაიქცა - ბიჭმა პოლიციაზე საკუთარი თავდასხმა თვითონ გადაიღო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პოლიციას ტკბილეულით სავსე თეფში სახეში ესროლა და გაიქცა - ბიჭმა პოლიციაზე საკუთარი თავდასხმა თვითონ გადაიღო

კიევის მოქალაქემ გადაწყვიტა, "ეფექტური" ვიდეო Youtube-სთვის გადაეღო და ფული აეგროვებინა. იმისათვის, რომ ვიდეოს დიდი რეიტინგი და გამოხმაურება ჰქონოდა, ახალგაზრდამ გადაწყვიტა, პოლიციელისთვის რძის ნაღებისა და ტკბილეულით სავსე თეფში სახეზე შეეზილა.

თავდაპირველად პატრულთან მისულმა ბიჭმა სამართალდამცველს უთხრა, რომ მალე ერთ-ერთ მოედანზე ავარია მოხდებოდა.

სანამ პოლიციელი ფიქრობდა, ბიჭმა თეფში ესროლა და გაიქცა. თუმცა მისი დაპატიმრება მალევე მოხერხდა. როგორც თავად ბიჭმა განაცხადა, მას სურდა, ვიდეო რეიტინგული ყოფილიყო და ამით ფული გამოემუშავებინა. 

თავდამსხმელზე ხულიგნობის მუხლით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. მას თავისუფლების აღკვეთა ორიდან ხუთ წლამდე ემუქრება.