loader

პირველი კადრები ბათუმიდან, სადაც ცოტა ხნის წინ ავარია მოხდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პირველი კადრები ბათუმიდან, სადაც ცოტა ხნის წინ ავარია მოხდა

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. ორს სამედიცინი დახმარება ადგილზე გაეწია, ხოლო ერთი ადამიანი კლინიკაში არის გადაყვანილი. როგორც ექიმებმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, პაციენტს დაზიანება გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული.

ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში, ესტაკადასთან მოხდა. სწრაფად მოძრავი მსუბუქი ავტომობილი ბოძს შეეჯახა. შემთხვევის გამო ბათუმის შესასვლელში სატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდული იყო. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.



ავტორი: მარიკო კეკელიძე