გიგა ბოკერია პლებისციტის შესახებ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება და ბიძინა ივანიშვილს მიმართავს
10:46 / 05-03-2021
"ახლა მთავარია, ივანიშვილმა სააკაშვილის ჯინაზე გადაწყვიტოს, რომ თანხმდება პლებისციტს, გამოუშვას პოლიტპატიმრები, მერე შეეგუოს მარცხს ჯერ პლებისციტში და შემდეგ მარცხს არჩევნებში", - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.
მან პლებისციტთან დაკავშირებით ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადება შეაფასა და აღნიშნა, რომ თუ ბიძინა ივანიშვილი პლებისციტის ჩატარებას მიხეილ სააკაშვილის ჯინაზე დათანხმდება, მას ეს მხოლოდ გაახარებს.