loader

"ხომ არაფერი შემოუთვლია ბადრი ესებუას და სად არის?" - ალეკო ელისაშვილი ვახტანგ გომელაურს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ხომ არაფერი შემოუთვლია ბადრი ესებუას და სად არის?" - ალეკო ელისაშვილი ვახტანგ გომელაურს

"ხომ არაფერი შემოუთვლია ბადრი ესებუას? ყველას გვაინტერესებს, სად არის? საქართველოს ტერიტორიაზეა, დატოვა საქართველოს ტერიტორია თუ როგორააა ის კაცი და სადაა??" - ამ კითხვით მიმართა „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ვახტანგ გომელაურს პლენარულ სხდომაზე, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრს „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.

ელისაშვილმა ასევე ისაუბრა შინაგან საქმეთა სამინისტროს ინსტიტუციურ სტაბილურობაზე და ვახტანგ გომელაურს ჰკითხა, ირღვევა თუ არა უწყების ინსტიტუციური სტაბილურობა მაშინ, როდესაც მინისტრების თანამდებობიდან წასვლას სამინისტროში საკადრო ცვლილებები მოსდევს.