loader

2-ჯერ დაამარცხა კიბო, 2 პანდემია გადაიტანა და ახლა, 118 წლის ასაკში, ოლიმპიადის ჩირაღდნის აღებას აპირებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

2-ჯერ დაამარცხა კიბო, 2 პანდემია გადაიტანა და ახლა, 118 წლის ასაკში, ოლიმპიადის ჩირაღდნის აღებას აპირებს

118 წლის ასაკში, მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული ცოცხალი ადამიანი 2021 წლის მაისში იაპონიაში ოლიმპიური ჩირაღდნის ასაღებად ემზადება.

გაზიანი სასმელების მოყვარული კეინ ტანაკა, რომელმაც ორჯერ დაამარცხა კიბო და ორი გლობალური პანდემია გადაიტანა, ჩირაღდანს თავის სახლში, ფუკუოკას დასახლებაში აიღებს.

მიუხედავად იმისა, რომ ტანაკა ეტლით სარგებლობს და 100-მეტრიან მანძილზე გადაადგილებაში მას ოჯახი დაეხმარება - 110 წელს გადაცილებულ ტანაკას გადაწყვეტილი აქვს, ბოლო ნაბიჯები თავისი ფეხით გაიაროს და ისე გადასცეს ჩირაღდანი შემდეგ მორბენალს.

ავტორი: ნინი გაბისონია