loader

“მარტში გეგმავენ ამ კვლევების დაწყებას“ - ვის ჩაუტადება პოსტ კოვიდური კვლევები დამატებით და რას ითვალისწინებს პროტოკოლი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“მარტში გეგმავენ ამ კვლევების დაწყებას“ - ვის ჩაუტადება პოსტ კოვიდური კვლევები დამატებით და რას ითვალისწინებს პროტოკოლი

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსგადატანილი პაციენტების კვლევა 8 მარტს დაიწყება. აღნიშნულს დღეს თამარ გაბუნიაც გამოეხმაურა. 

ინფექციური საავადმყოფოს მკვლევარები დღეიდან შემთხვევითი შერჩევის პრინციპით იმ პაციენტებს დაურეკავენ, რომლებიც თბილისში როგორც ბინაზე, ასევე კოვიდკლინიკებში მკურნალობდნენ და მათი მონაცემები ერთიან ბაზაშია.

„კვლევა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ტარდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს ყველა იმ პირის სია, რომლებმაც კოვიდი ბოლო ორი თვის განმავლობაში თბილისში გადაიტანეს. ამ სიიდან, დღეიდან, შემთხვევითი შერჩევითი პრინციპით, კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით, ჩვენი მკვლევარი მოქალაქეს დაუკავშირდება და კლინიკაში კვლევაში ჩასართავად მოიწვევს. ჩვენ მოვიწვევთ ყველა კოვიდგადატანილ პაციენტს. კვლევის ერთ-ერთი ამოცანაა, რომ დავადგინოთ პოსტკოვიდური სინდრომი რამდენ პროცენტს აღმოაჩნდება, რამდენს არა. რამდენი იქნება ქალი და რამდენი კაცი, როგორი იქნება ასაკობრივი განაწილება. ვის აღმოაჩნდება უფრო ხშირად, ის, ვინც ჰოსპიტალში იყო და გადაიტანა თუ ის, ვინც ბინაზე იყო და იქ გადაიტანა. პაციენტებს უკვე ორშაბათიდან, 8 მარტიდან მივიღებთ“,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.