X
To view this video please enable JavaScript, and consider upgrading to a web browser thatsupports HTML5 video
"გვქონდა საუბარი პრემიერთან და ზუსტრად შემიძლია გითხრათ..." - რას ამბობს მამუკა მდინარაძე გავრცელებულ აუდიოჩანაწერებზე
21:30 / 06-03-2021
საქართველოში გამოიკვეთა წითელი პრესის კონტურები და ნიშნები, სადაც „კაგებეშნიკური“ მეთოდებით, წლების განმავლობაში ინახავენ ჩანაწერებს, ამონტაჟებენ, აკეთებენ ფაბრიკაციას საკუთარი საზოგადოების მიმართ, საინფორმაციო-ტერორისტული აქტების განხორციელების მიზნით, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ გავრცელებულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ყველამ ერთად უნდა შევძლოთ, "რომ "კაგებეშნიკური“ მეთოდების გამორიცხვით და საზოგადოებრივი კონსენსუსის შექმნით, დავგმოთ ფაბრიკაციები, ფარული ჩანაწერები“.
ნობისთვის, "ტვ პირველის" ინფორმაციით, მათ მოიპოვეს ფარული აუდიო ჩანაწერი, რომლითაც მათივე მტკიცებით, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად არასასურველი კომენტარების გამო, რამდენიმე პირის დასჯას უკვეთავს.