loader

შავ ზღვაში უკრაინული ეკიპაჟის გემი ჩაიძირა, არის მსხვერპლიც - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შავ ზღვაში უკრაინული ეკიპაჟის გემი ჩაიძირა, არის მსხვერპლიც

რუმინეთის სანაპიროებთან, შავ ზღვაში, 13-წევრიანი ეკიპაჟის გემი ჩაიძირა. გემზე მხოლოდ უკრაინის მოქალაქეები იმყოფებოდნენ. hotnews.ro-ს ცნობით, სულ მცირე, 2 ადამიანი გარდაიცვალა. 

გემი Volgo Balt 17 როსტოვიდან კონსტანცისკენ მიემართებოდა. ჩაძირვის მიზეზად უამინდობა სახელდება. წყაროს ცნობით, ზღვაში ტალღების სიმაღლე 4 მეტრს აღწევდა. 

როგორც ცნობილია, ჯერჯერობით 10 ადამიანია გადარჩენილი, ხოლო ერთი დაკარგულია და სამძებრო სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს. 

გემი 1973 წელს იყო აგებული.