loader

კადრები გორიდან, სადაც რამდენიმე წუთის წინ ქვეითს მანქანა დაეჯახა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები გორიდან, სადაც რამდენიმე წუთის წინ ქვეითს მანქანა დაეჯახა

გორში ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა.

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გორში. სტალინის ქუჩაზე მოძრავი მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა. ავარიის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაშავდა.

სასწრაფო დახმარების ჯგუფმა დაშავებული კლინიკა ,,გორმედში" გადაიყვანა.

კლინიკის ინფორმაციით, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად პაციენტს შესაბამისი კვლევები უტარდება.
შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია იმყოფება. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.


ავტორი: ია თინიკაშვილი