loader

ქუთაისში საწვავის ფასები გააპროტესტეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქუთაისში საწვავის ფასები გააპროტესტეს

ქუთაისში საწვავის ფასის ზრდა გააპროტესტეს. მძღოლები, ავტოკლუბების წევრები და აქტივისტები სპორტის სასახლესთან შეიკრიბნენ და ქალაქის ცენტრში ავტომანქანებით გამაფრთხილებელი მსვლელობა მოაწყვეს.

ამ ფორმით ისინი საწვავის ფასის გაძვირებას აპროტესტებენ და ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

ორგანიზატორების თქმით, აქცია მშვიდობიანია და ბოლოჯერ იმართება. მათივე განმარტებით, შედეგი სწორედ იმიტომ არ დგება, რომ აქციებზე ხალხის ნაკლებობაა.