loader

სპეცოპერაცია ქვემო ქართლში - პოლიციამ "ქურდული სამყაროს" წევრობისა და გამოძალვის ფაქტებზე ორი პირი დააკავა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სპეცოპერაცია ქვემო ქართლში - პოლიციამ "ქურდული სამყაროს" წევრობისა და გამოძალვის ფაქტებზე ორი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს და რუსთავის რაიონული პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ორი პირი დააკავეს.

1968 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ ხ.პ.-სა და 1972 წელს დაბადებულ ე.ა.-ს "ქურდული სამყაროს" წევრობა და გამოძალვა ედებათ ბრალად.
დანაშაულები 4-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ხ.პ. და ე.ა. "ქურდული სამყაროს" მიერ დადგენილი წესებით მოქმედებდნენ. ბრალდებული ხ.პ. სხვადასხვა პირის დაშინების გზით ცდილობდა პირადი და "ქურდული სამყაროსათვის" მატერიალური სარგებლის მიღებას. იგი საზღვარგარეთ მცხოვრები ერთ-ერთი კრიმინალური ავტორიტეტის დავალებით, თავისი ნდობით აღჭურვილი პირის, მეორე ბრალდებულის - ე.ა.-ს შუამავლობით, სისტემატურად უკავშირდებოდა თანასოფლელს და ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობის, ასევე, ჯანმრთელობის დაზიანების მუქარით, „ქურდული სამყაროს“ სასარგებლოდ თანხას სძალავდა.

პოლიციამ ორივე ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, საკუთარ საცხოვრებელ სახლებში დააკავა.
"ქურდული სამყაროს" წევრობისა და გამოძალვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლით და 181-ე მუხლით მიმდინარეობს.