loader

სუპერმარკეტში შეჭრილმა პირმა 10 ადამიანი მოკლა - რა მოხდა კოლორადოს შტატში? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სუპერმარკეტში შეჭრილმა პირმა 10 ადამიანი მოკლა - რა მოხდა კოლორადოს შტატში?

აშშ-ში, კოლორადოს შტატის ქალაქ ბოლდერში, სუპერმარკეტში შეჭრილმა შეიარაღებულმა თავდამსხმელმა 10 ადამიანი მოკლა, - ამის შესახებ ინფორმაციას მედიასაშუალებები სამართალდამცველებზე დაყრდნობით ავრცელებენ.

მათივე ინფორმაციით, დაღუპულებს შორის ერთი პოლიციელიცაა. სამართალდამცველებმა სავარაუდო თავდამსხმელი დააკავეს, რომელიც დაშავებულია.

შემთხვევა ადგილობრივი დროით 14:30 საათზე, King Soopers-ის სუპერმარკეტში მოხდა.

სროლის ამსახველი კადრების ნაწილი თვითმხილველებმა სოციალურ ქსელებში პირდაპირ ეთერში გაავრცელეს.

თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჯენ ფსაკიმ განაცხადა, რომ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მომხდარის შესახებ ინფორმირებულია.