loader

სოფელ ქვახვრელთან ნალექის გამო, მტკვარზე ხელოვნური კუნძული წარმოიქმნა, რომელზეც 6 მწყემსი ჩარჩა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სოფელ ქვახვრელთან ნალექის გამო, მტკვარზე ხელოვნური კუნძული წარმოიქმნა, რომელზეც 6 მწყემსი ჩარჩა

უხვი ნალექის გამო, სოფელ ქვახვრელთან, მდინარე მტკვრის კალაპოტში ხელოვნური კუნძული წარმოიქმნა, სადაც ადგილობრივი მწყემსები იმყოფებოდნენ. მდინარის წყლის დონის სწრაფი ტემპით მატების გამო, მწყემსებმა გამოსვლა ვეღარ მოასწრეს და საქონელთან ერთად ჩარჩნენ.

ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის შიდა ქართლის სამმართველოს სახანძრო-სამაშველო ჯგუფები იმყოფებიან.

როგორც ,,ინტერპრესნიუსთან" გორის მუნიციპალიტეტის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა განუცხადა, შესაბამისი მცურავი საშუალებებით მიმდინარეობს მდინარეში წარმოქმნილ კუნძულზე მყოფთა უსაფრთხო ადგილზე გამოყვანა.

„ამ დროისთვის, ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის შიდა ქართლის სამმართველოს სახანძრო-სამაშველო ჯგუფები იმყოფებიან. იყო მცდელობა, რომ შესაბამისი მცურავი საშუალებებით მომხდარიყო მდინარეში წარმოქმნილ კუნძულზე მყოფთა უსაფრთხო ადგილზე გამოყვანა, თუმცა ჯერჯერობით ვერ ხერხდება. არსებობს ალტერნატიული საშუალებაც - მტკვრის კალაპოტში წარმოქმნილ ამ კუნძულზე მაშველები კარვის გაშლას გეგმავენ, სადაც მწყემსები ღამეს გაათევენ და ხვალ განახლდება მათი და ცხვრის გამოსაყვანად შესაბამისი ღონისძიებები", - განაცხადა გორის მერმა.

როგორც “ინტერპრესნიუსს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე წყლის დონის მონიტორინგი მიმდინარეობს. უწყების ინფორმაციით, მწყემსების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ავტორი: ია თინიკაშვილი