loader

"ჩვილი ტყეში დამწვარი იპოვეს" - საზარელი შემთხვევა რუსეთში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჩვილი ტყეში დამწვარი იპოვეს" - საზარელი შემთხვევა რუსეთში

24 მარტს რუსეთის ქალაქ ბრიანსკის მახლობლად მდებარე ტყეში ახალშობილის გვამი იპოვეს. ინფორმაციას რეგიონის საგამოძიებო დეპარტამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მომხდართან დაკავშირებით, რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 105-ე მუხლით საქმე აღიძრა. ბრალდება განზრახ მკვლელობას ითვალისწინებს.

ადგილზე გამომძიებლები მუშაობენ და ჩვილის გარდაცვალების მიზეზების დასადგენად მრავალი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაა დანიშნული. პარალელურად, სავარაუდო დამნაშავეების იდენტიფიცირების პროცესიც მიმდინარეობს. ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, ჩვილი გარდაცვლილი დაიბადა თუ სიცოცხლეშია მოკლული. საქმის გამოძიებას ბრიანსკის პროკურატურა ზედამხედველობს.