loader

ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე, მეწყრული ზონის გასამაგრებლად, დამცავი კედელი ეწყობა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე, მეწყრული ზონის გასამაგრებლად, დამცავი კედელი ეწყობა


ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე მეწყრული ზონის გასამაგრებლად დამცავი კედელი ეწყობა. ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ადგილზე სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

"ბაგები-წყნეთის მონაკვეთზე დღეს დილით მიწის გარკვეული მასა ჩამოიშალა. შესაბამისად, მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა სამუშაო პროცესის დაგეგმვა. სამუშაოები აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს. გეგმა არის შემდეგი, რომ ჩამოშლილი მიწის მასის გატანა მოხდეს და ადგილზე სპეციალური კედელი მოეწყოს, ვინაიდან მომავალში, უშუალოდ ამ მონაკვეთზე უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მაქსიმალური გარანტია გვქონდეს", - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.