loader

როგორც ყარაბაღში: უკრაინელმა სამხედროებმა სეპარატისტების საკონტროლო წერტილი დაბომბეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორც ყარაბაღში: უკრაინელმა სამხედროებმა სეპარატისტების საკონტროლო წერტილი დაბომბეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების სადაზვერვო დანაყოფი გარკვეული პერიოდის მანძილზე
აწარმოებდა ოკუპირებული ტერიტორიის ერთ-ერთ საკონტროლო პუნქტზე დაკვირვებას.

მოგვიანებით მათ იერიში მიიტანეს და საკონტროლო პუნქტი გაანადგურეს. ვიდეოს "იუთუბზე"
ქვედანაყოფი К-2 54 ОМБР-ი აქვეყნებს.

"სადღაც დონეცკის მიდამოებში იყო ისე რა საყრდენი პუნქტი, სადაც მსახურობდნენ "მამაცი"
მებრძოლები "აღმოსავლეთიდან", რომელთა დანაყოფი საშა ხოდოკმა დააარსა.
მაინცდამაინც მშვიდობიანად არ მსახურობდნენ და დროდადრო ჩვენს პოზიციებს ბომბავდნენ, 
თანაც სხვადასხვა იარაღიდან და უამრავ პრობლემას გვიქმნიდნენ." - ნათქვამია ვიდეოს აღწერის  ტექსტში.

ვიდეოს ავტორებს არ აღუნიშნავთ გადაღების ადგილი და დრო.