loader

ეკატერინე ტიკარაძემ ექთნის გარდაცვალების მიზეზის შესახებ წინასწარი ინფორმაცია გააჟღერა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ეკატერინე ტიკარაძემ ექთნის გარდაცვალების მიზეზის შესახებ წინასწარი ინფორმაცია გააჟღერა

"კვლევა, რომელიც სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან ერთად მიმდინარეობს, იმის საშუალებას მოგვცემს, რომ მოქალაქეებს დარწმუნებით ვაცნობოთ, ამ უბედური შემთხვევის გამომწვევი ვაქცინა არ ყოფილა", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ 27 წლის ექთნის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, მოქალაქეების ნდობა "ასტრაზენეკას" მიმართ მნიშვნელოვნად გაიზრდება და ვაქცინაციის პროცესი ჩვეულ რიტმში აღდგება.

"არსებობს გარკვეული წინასწარი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ პირდაპირ გამომწვევი მიზეზად შესაძლებელია არ დასახელდეს ვაქცინა. ჩვენ ველოდებით სამხარაულის ბიუროს დასკვნას. ორშაბათს ჯანდაცვის სამინისტროში გაიმართება ერთობლივი კომისია, რომელზეც იქნება წარმოდგენილი როგორც სამხარაულის ბიუროს ექსპერტიზის, ასევე რეგულირების სააგენტოს ერთობლივი დასკვნა", - აცხადებს ტიკარაძე.