loader

“ვაშლიჯვრის მიმდებარე ფერდობზე მეწყერი არ ჩამოშლილა, დინამიკაშია, ჯერჯერობით საპანიკო არ არის“ - თეა გოდოლაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ვაშლიჯვრის მიმდებარე ფერდობზე მეწყერი არ ჩამოშლილა, დინამიკაშია, ჯერჯერობით საპანიკო არ არის“ - თეა გოდოლაძე

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორის თეა გოდოლაძის განცხადებით, ნუცუბიძისა და ვაშლიჯვრის მიმდებარე ფერდობზე მეწყერი დინამიკაშია, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა, ნებისმიერ დროს დაიძვრას.

როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, გზაზე ბარიერების შექმნა იგეგმება, რათა აქტივობის შემთხვევაში, მეწყრის გავრცელების სიჩქარე შენელდეს.

„არ ჩამოშლილა, ჩვეულებრივ დინამიკაშია, ჯერჯერობით არაფერი საპანიკო არ არის. ეს შეიძლება გაგრძელდეს ერთი თვე, ორი თვე ან 20 დღე. ეს არის ჩვეულებრივ, დინამიკაში მყოფი მეწყერი, რომელიც აუცილებლად დაიძვრება და ამისთვის შესაბამისი ზომებია მისაღები, რომ პრევენცია მოხდეს. არ შეიძლება ეს მეწყერი მიწვდეს მაგალითად, ლოტკინს. ლოკალურად მოხდა ჩამოწოლა მხოლოდ და მხოლოდ იმ ფერდზე, ქვემოთ და არა გვერდებზე. ეს პროცესი აუცილებლად გაგრძელდება, რადგან წამოსასვლელად მზად მყოფი მეწყერია. ამიტომ, როდის ჩამოწვება, ეს ნამდვილად არავინ იცის. ჩვენ უბრალოდ ვაკვირდებით, როდის შეიძლება ჩამოწვეს. ვაკვირდებით იმას, რომ თუ პროცესები დაჩქარდა, ამის შესახებ ინფორმაცია გვქონდეს. რომ შეიძლება ჩამოწვეს დღეს, ხვალ, ერთი კვირის ან 2 კვირის შემდეგ, ეს ვიცით. ახლა, რა სამუშაოებსაც ახორციელებენ, ეს არის გზაზე ბარიერების შექმნა. ეს ნიშნავს იმას, რომ უნდა შენელდეს მეწყრის გავრცელების სიჩქარე. შესაბამისად, რეაგირებისთვის მეტი დრო იქნება“,-განაცხადა გოდოლაძემ.