loader

ქართველი სპორტული ჟურნალისტის რეაქცია ხვიჩა კვარაცხელიას გოლზე ესპანეთშიც კი პოპულარული გახდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქართველი სპორტული ჟურნალისტის რეაქცია ხვიჩა კვარაცხელიას გოლზე ესპანეთშიც კი პოპულარული გახდა

"დი­ნა­მო არე­ნა­ზე" სა­ქარ­თვე­ლო­სა და ეს­პა­ნე­თის სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბე­ბის და­პი­რის­პი­რე­ბამ ფეხ­ბურ­თის ქარ­თვე­ლი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი, მარ­თა­ლია, კვლავ იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი და­ტო­ვა, თუმ­ცა ქარ­თვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის თა­მა­შით სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი მა­ინც კმა­ყო­ფი­ლი დარ­ჩა.

თა­მა­ში ან­გა­რი­შით 1:2, ეს­პა­ნელ­თა გა­მარ­ჯვე­ბით დას­რულ­და. ქარ­თვე­ლე­ბის მხრი­დან ერ­თა­დერ­თი გოლი ყვე­ლა­ზე იმე­დისმომ­ცემ­მა ახალ­გაზ­რდა ფეხ­ბურ­თელ­მა ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ამ გა­ი­ტა­ნა.

ეს­პა­ნურ გა­მო­ცე­მებ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი თა­მა­შის შე­სა­ხებ არა­ერ­თი სტა­ტია და­ი­წე­რა. ეს­პა­ნე­ლებ­მა სა­ქე­ბარი სი­ტყვე­ბი არ და­ი­შუ­რეს ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას მი­მარ­თაც და მათ არც ქარ­თველ­თა ემო­ცი­უ­რი ქო­მა­გო­ბა დარ­ჩე­ნი­ათ ყუ­რა­დღე­ბის მიღ­მა.

გა­მო­ცე­მა As.com აქ­ვეყ­ნებს ვი­დე­ოს, სა­დაც აღ­ბეჭ­დი­ლია, თუ რო­გორ ემო­ცი­უ­რად აღ­ნიშ­ნავს კვა­რა­ცხე­ლი­ას გოლს ტრი­ბუ­ნი­დან სპორტული ჟურნალისტი ამირან შაიშმელაშვილი.

"ეს არის ფეხ­ბურ­თის მა­გია. ქარ­თვე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტის სრუ­ლი სი­გი­ჟე თა­ვი­სი ქვეყ­ნის გოლ­ზე", - წერს გა­მო­ცე­მა.