loader

იმ ქუჩების ჩამონათვალი, რომლებსაც შესაძლოა, ვაშლიჯვრის მეწყრის აქტივობა შეეხოს - სეისმური მონიტორინგის ცენტრის ანგარიში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

იმ ქუჩების ჩამონათვალი, რომლებსაც შესაძლოა, ვაშლიჯვრის მეწყრის აქტივობა შეეხოს - სეისმური მონიტორინგის ცენტრის ანგარიში

"ვინაიდან მეწყრის გავრცელების არეალის ზუსტი პროგნოზირება ხშირად შეუძლებელია, აუცილებელია გავრცელების სავარაუდო არეალიდან მოსახლეობის უსაფრთხო ადგილზე დროებით გადაყვანა“, - ამის შესახებ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მიერ მაჭავარიანის ქუჩაზე მეწყრულ პროცესებთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევების შუალედურ ანგარიშშია ნათქვამი.

ამასთან, როგორც ანგარიშშია აღნიშნული, აუცილებელია შეფასდეს ცუდი სცენარი, რომელიც ყველა შესაძლო გართულებას მოიცავს, რათა მოხდეს პროცესის მართვა, ისე, რომ არ დაზარალდეს მოსახლეობა.

"მეწყრულ-ღვარცოფული აქტივობა სავარაუდოდ მოიცავს: მაჭავარიანის ქუჩას, გელოვანი-მაჭავარიანის ქუჩების დამაკავშირებელ მშენებარე გზატკეცილს, ბროწეულის ქუჩას, გელოვანის ქუჩას. ასევე, ზედა მეწყრის დაცურება გამოიწვევს ქვედა მეწყრის შერევას და გაზრდის დაცურებული მასის მოცულობას, რომელიც გელოვანის ქუჩამდე მიღწევის შემთხვევაში, სავარაუდოდ, უფრო მძიმე შედეგებს გამოიწვევს. დასათვლელია სცენარები, თუ რა მიმართულებითაა შესაძლებელი მეწყრის გავრცელება და რა დასახლებულ პუნქტებს შეეხება ის", -აღნიშნულია ანგარიშში.