loader

"სად მიგყავთ ჟურნალისტი? უგონო მდგომარეობაშია" - რა ხდება ამ წუთებში ქუთაისის მერიაში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სად მიგყავთ ჟურნალისტი? უგონო მდგომარეობაშია" - რა ხდება ამ წუთებში ქუთაისის მერიაში

ქუთაისის მერის კაბინეტში ჟურნალისტი ბუბა ჩივაძე შევიდა და მერთან შეხვედრას ითხოვს. მისი თქმით, თუ ქალაქის მერი დაუყოვნებლივ არ შეხვდება, შიმშილობას დაიწყებს.

ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან. მათ ჟურნალისტს შენობიდან გასვლა მოსთხოვეს, შემდეგ კი შენობიდან გაიყვანეს.

ჟურნალისტის გაღიზიანება მერიაში არსებულ შეზღუდვას მოჰყვა. მისი თქმით, მერის ახალი ბრძანების საფუძველზე, ჟურნალისტებისთვის დაწესებულია შეზღუდვა. შენობაში შესვლის დროს კი მერიის დაცვის თანამშრომელმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მისივე თქმით, დაზიანებები ხელებზე აღენიშნება. მომხდარის გამო ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახა.