loader

IRI-გამოკითხულთა 89%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი მოსწონს, გიორგი გახარია 65%-ს, კახა კალაძე 54%-ს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

IRI-გამოკითხულთა 89%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი მოსწონს, გიორგი გახარია 65%-ს, კახა კალაძე 54%-ს

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობას, 89%-ს, კათოლიკოს-პატრიარქი მოსწონს.

მეორე ადგილზეა ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, რომელიც გამოკითხულთა 65%-ს მოსწონს, მესამეზე - კახა კალაძე 54%-ით.

ამასთან, გამოკითხულთა 52%-მა დავით ბაქრაძე დაასახელა, 42%-მა - ნიკა მელია, 40%-მა - ბიძინა ივანიშვილი, 39%-მა - „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე, 36%-მა - დავით უსუფაშვილი, 33-33%-მა - არჩილ თალაკვაძე და ირაკლი კობახიძე, 31%-მა - სალომე ზურაბიშვილი, 29%-ს მოსწონს გიგი უგულავა, 27%-ს - შალვა ნათელაშვილი, 26%-ს - მამუკა ხაზარაძე, 26%-ს - ალეკო ელისაშვილი, 24%-ს ლევან ხაბეიშვილი, 21%-ს - ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, 21%-ს - ირმა ინაშვილი, 20%-ს - ნინო ბურჯანაძე, 17%-ს - ბადრი ჯაფარიძე.