loader

“საერთოდაც, მე საპატიო კახელი ვარ და საქართველოში აუცილებლად დავბრუნდები“ - ვლადიმერ პოზნერი დაბადების დღისა და კვერცხების სროლის შესახებ ვრცელ წერილს აქვეყნებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“საერთოდაც, მე საპატიო კახელი ვარ და საქართველოში აუცილებლად დავბრუნდები“ - ვლადიმერ პოზნერი დაბადების დღისა და კვერცხების სროლის შესახებ ვრცელ წერილს აქვეყნებს


ვლადიმერ პოზნერმა თბილისში ვიზიტის შესახებ კიდევ ერთი განმარტება გააკეთა.

როგორც რუსი ჟურნალისტი წერს, მისი სტუმრობა ოპოზიციურმა ძალებმა სათავისოდ გამოიყენეს, გაიხსენეს რა სამი წლის წინ, აფხაზეთის შესახებ გაკეთებული განცხადება.

“მინდა მთელი სიცხადით ვთქვა, რომ არანაირი წყენა საქართველოსა და ქართველების მიმართ არ მაქვს. საერთოდაც, მე საპატიო კახელი ვარ და რა თქმა უნდა, საქართველოში აუცილებლად კვლავ დავბრუნდები.“ - წერს პოზნერი.

“როგორც მე მესმის, საქართველოში მიდის გამძაფრებული პოლიტიკური ბრძოლა და ოპოზიციამ გამოიყენა ჩემი ჩასვლა, რათა მოეწყო - არ ვიცი ამას რა ვუწოდო - შეკრების მსგავსი. გაიხსენეს ჩემი სამი წლის წინანდელი გამონათქვამი აფხაზეთის შესახებ, რათა ხმა მოეწვდინათ ჩვენთვის ავტობუსზე კვერცხის დაშენით - როგორც ჩანს, ქათმის კვერცხები მათ საკმარისად აქვთ - დაერტყათ ჩვენი რესტორნის კედლებზე, ჩვენი სასტუმროს აივნების ქვეშ ეყვირათ, დაესტვინათ და ა.შ. მე მივიღე გამგზავრების გადაწყვეტილება - რატომ უნდა ჩამეგდო საფრთხეში მეგობრები, სულ მცირე. დავბრუნდით მოსკოვში და სრულიად მშვენივრად აღვნიშნეთ დაბადების დღე. თბილისის ეს გამოცდილება ძალიან დაგვეხმარა, რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ. მთელი სიცხადით მინდა ვთქვა, რომ არავითარი წყენა საქართველოზე და ქართველებზე არ მაქვს, ამასთან, მე საპატიო კახელიც ვარ და მე, რა თქმა უნდა, კიდევ ჩავალ საქართველოში - უეჭველად. ისეთი კვერცხის სროლის მოყვარულები, განსაკუთრებით, თუკი ამისთვის ფულს გიხდიან, ყველა ქვეყანაში არსებობენ და როგორც უკვე ვწერდი, ისინი ყურადღებას არ იმსახურებენ“, - წერს პოზნერი