loader

“კახა კალაძე არა მხოლოდ პარტიიდან, პოლიტიკიდანაც მიდის, იგი შესაძლოა საცხოვრებლად მილანში დაბრუნდეს“ – “ფორმულა“ სკანდალურ პოლიტიკურ ცვლილებებს აანონსებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“კახა კალაძე არა მხოლოდ პარტიიდან, პოლიტიკიდანაც მიდის, იგი შესაძლოა საცხოვრებლად მილანში დაბრუნდეს“ – “ფორმულა“ სკანდალურ პოლიტიკურ ცვლილებებს აანონსებს

ფორმულას ინფორმაციით, პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი კობახიძე, შესაძლოა, მოქმედმა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩაანაცვლოს. წყარო ფორმულას უყვება, რომ ამ ცვლილების იდეის ავტორი თავად ბიძინა ივანიშვილია.

ფორმულას ცნობით, ივანიშვილმა კობახიძეს პოსტიდან წასვლა თებერვალში მოსთხოვა, ღარიბაშვილის პრემიერად დანიშვნიდან მალევე.

ფორმულას კიდევ ერთი ინფორმაციის თანახმად, პარტიის დატოვებას თბილისის მოქმედი მერი კახა კალაძე აპირებს. ჩვენი ცნობით, მერი არამხოლოდ პარტიიდან, არამედ პოლიტიკიდანაც მიდის. არსებული ინფორმაციით, კალაძემ, შესაძლოა, დატოვოს ქვეყანაც და საცხოვრებლად მილანში დაბრუნდეს.