loader

"მეგობრებო, ეს წუთია შემატყობინეს, რომ..." - მამუკა მდინარაძე განცხადებას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მეგობრებო, ეს წუთია შემატყობინეს, რომ..." - მამუკა მდინარაძე განცხადებას ავრცელებს


ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ამის შესახებ მდინარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. ის მოქალაქეებს პირბადის ტარებისკენ მოუწოდებს.

"მეგობრებო, ეს წუთია შემატყობინეს, რომ ჩემი ტესტის პასუხი "კოვიდზე" დადებითია.
ეს ამბავი მხოლოდ ერთმა შეცდომამ განაპირობა, რამდენიმე თვის განმავლობაში ასეთი არ დამიშვია. 
მოკლედ, როდესაც ვინმეს ესაუბრებით, ერთი წუთითაც კი არ მოიხსნათ პირბადე, არც ერთი წუთით! ეს არის ჩემი, უკვე პირად გამოცდილებაზე დამყარებული რჩევა.
ბოლო დღეებია ირგვლივ ძალიან ბევრი შემთხვევა დაგროვდა, რისკები ძალიან გაიზარდა.
ყველას უმორჩილესად გთხოვთ, ზედმიწევნით დაიცავით რეგულაციები, ყველგან ატარეთ პირბადე, რითაც, გარდა ქვეყნის ეკონომიკისა, მინიმუმ რამდენიმე ასეულ თუ ათასობით ჩვენი მოქალაქის სიცოცხლეს გადაარჩენთ." - წერს მდინარაძე.