loader

დონბასში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაირღვა, დაღუპულია ორი უკრაინელი ჯარისკაცი - რა ხდება უკრაინაში? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დონბასში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაირღვა, დაღუპულია ორი უკრაინელი ჯარისკაცი - რა ხდება უკრაინაში?

უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში სიტუაცია კრიტიკულია. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის შეიარაღებულმა ფორმირებებმა დონბასში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი რამდენჯერმე დაარღვიეს, რის შედეგადაც ორი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა.

უკრაინულმა მხარემ ეუთოს წარმომადგენლებს ინფორმაცია უკვე მიაწოდა. სპეციალურ მოხსენებაში ნათქვამია, რომ პრორუსული დაქირავებული სამხედროები ძველი ტექნიკის აღჭურვასა და ახალი თავდაცვითი პოზიციების მოწყობაზე მუშაობას კვლავ განაგრძობენ. უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის პოზიციით, კონფლიქტის თავიდან აცილების ერთადერთი გზა ქვეყნის ნატოში გაწევრიანებაა.

ავტორი: ნინი გოგიშვილი