loader

“გახარიაზე თვალის პაჭუნის გარდა არაფერი ვიცით... ის „ქართული ოცნების“ გაგულგრილებული ამომრჩევლის მაშველი რგოლია“ - ფიქრია ჩიხრაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“გახარიაზე თვალის პაჭუნის გარდა არაფერი ვიცით... ის „ქართული ოცნების“ გაგულგრილებული ამომრჩევლის მაშველი რგოლია“ - ფიქრია ჩიხრაძე

ჩიხრაძემ ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას შესაძლო, პოლიტიკაში დაბრუნებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საზოგადოებამ გახარიაზე „თვალის პაჭუნის გარდა, არაფერი იცის“.

„დიდი ხანია კვლევებთან მაქვს ურთიერთობა და ეს არ მაგდებს არანაირ აპათიაში ამ კვლევაში. „ლელო“ ახალი პარტიაა, მას მტკიცედ ჩამოყალიბებული ამომრჩეველი არ ჰყავს, ვერ მოვასწარით ამის გაკეთება. ძალიან ვწუხვართ, რომ დრო ამ მოლაპარაკების რაუნდებში იკარგება და ამ დროს ამომრჩეველს ვაკლებთ. სასაცილოა ის თავდაჯერება, რაც „ქართულ ოცნებას“ აქვს. კომიკურად მეჩვენება მათი ეს თავდაჯერება, რომ ხალხი ქუჩაში არ გამოდის. როგორ შეიძლება ასე იყო დაშორებული საზოგადოებას?! ასევე, გახარიაზე თვალის პაჭუნის გარდა მეტი არაფერი არ ვიცით. არ მგონია, გიორგი გახარია რეალურად იყოს ოპოზიციონერი. ის „ქართული ოცნების“ გაგულგრილებული ამომრჩევლის მაშველი რგოლია“, - განაცხადა ჩიხრაძემ.