loader

"განადგურებულია რუსი დაქირავებული ჯარი" - უკრაინამ სეპარატისტების საკონტროლო პუნქტები გაანადგურა - ვრცელდება კადრები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"განადგურებულია რუსი დაქირავებული ჯარი" - უკრაინამ სეპარატისტების საკონტროლო პუნქტები გაანადგურა - ვრცელდება კადრები

უკრაინის სადაზვერვო ჯგუფმა К-2 54-მა გამოაქვეყნა კადრები, სადაც ჩანს, როგორ ანადგურებენ სეპარატისტების საკონტროლო წერტილებს. ვიდეო მათ YouTube-არხზე გამოქვეყნდა.

"როგორც ჩვენ შეგპირდით, სადაზვერვო ჯგუფმა К-2-მა კიდევ ერთი ვიდეო მოგაწოდათ, სადაც ვანადგურებთ რუს დაქირავებულ ჯარს", - ნათქვამია ვიდეოს აღწერაში.

ჯარისკაცების თქმით, დონეცკის მხარეში ამ წერტილს "აღმოსავლეთის ბრიგადა" ერქვა. სეპარატისტები კი ამ პუნქტიდან ცეცხლს ხსნიდნენ და უკრაინულ მხარეს ესროდნენ. 

აღსანიშნავია, რომ სეპარატისტების სამეთვალყურეო პოსტი სრულიად განადგურებულია. ვიდეოს ავტორები არ აღნიშნავენ გადაღების ადგილსა და თარიღს.