loader

სკანდალური შეცვლილი ჩვენება მეგი ბაქრაძის საქმეში - "ემოციური იყო და ჩავთვალე, რომ არ იყო საგანგაშო სიტუაცია" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სკანდალური შეცვლილი ჩვენება მეგი ბაქრაძის საქმეში - "ემოციური იყო და ჩავთვალე, რომ არ იყო საგანგაშო სიტუაცია"

"რუსთავი 2" აქვეყნებს მეგი ბაქრაძის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული ექიმის, ვიოლეტა ინასარიძის ჩვენებას, რომელიც მან გამოძიებას მისცა.

ახალციხის კლინიკა "იმედის" ექიმი ვიოლეტა ინასარიძე, რომელიც პირველ ჩვენებაში ირწმუნებოდა, რომ მან მეგი ბაქრაძეს აცრის შემდეგ ადრენალინი გაუკეთა, შეცვლილ ჩვენებაში აღიარებს, რომ მას მეგი ბაქრაძისთვის მსგავსი სამედიცინო დახმარება სინამდვილეში არ გაუწევია.

"მე მეგონა, რომ უბრალო რეაქცია მისცა, ანუ რაღაც ალერგიული რეაქცია. იმიტომ, ასეთი რაღაცა მინახია ძალიან ბევრი, ეს არის ჩვეულებრივი, შეიძლება ემოციურიც იყო, ემოციური ბავშვიც იყო და ჩავთვალე, რომ არ იყო საგანგაშო სიტუაცია".

გამომძიებლის კითხვაზე, უშუალოდ თქვენ რა მოიმოქმედეთ ამ დროს, ვიოლეტა ინასარიძე პასუხობს:

"პრინციპში, არაფერი არ მიქნია, უბრალოდ ვკითხე, როგორ იყო და საიმედო ადამიანს ჩავაბარე", - აღნიშნავს მედიკოსი შეცვლილ ჩვენებაში და იქვე ადასტურებს, რომ მას მეგი ბაქრაძისთვის ადრენალინი არ გაუკეთებია: "არა არაფერი არ გამიკეთებია, იმიტომ, რომ არ ჩავთვალე საჭიროდ, რომ თითქოს ეს იყო ანაფილაქსიის მაჩვენებელი".