loader

“უნდა მოექცნენ სამართლებრივ ჭრილში და არ ეურჩნონ ეპისკოპოსს - არ მოგწონვარ? გადი ტყეში და იქ ილოცე“ - მეუფე ანტონი ჭყონდიდის ეპარქიაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“უნდა მოექცნენ სამართლებრივ ჭრილში და არ ეურჩნონ ეპისკოპოსს - არ მოგწონვარ? გადი ტყეში და იქ ილოცე“ - მეუფე ანტონი ჭყონდიდის ეპარქიაზე


ვანისა და ბაღდათის ეპარქიის მიტროპოლიტ ანტონის (ბულუხია) განცხადებით, ის მოვლენები, რაც ვითარდება ჭყონდიდის ეპარქიაში, ეკლესიის წინააღმდეგ ამბოხია.

როგორც მეუფე ანტონმა ჟურნალისტებს საპატრიარქოში მღვდელმთავრების შეკრების დასრულების შემდეგ განუცხადა, დღევანდელი შეხვედრა ანალიტიკური ხასიათის იყო, სადაც უმაღლესი იერარქიის სასულიერო პირებმა ერთმანეთის მოსაზრებები შეაჯერეს. მისივე განმარტებით, ჭყონდიდის ეპარქიაში ამბოხებული სასულიერო პირები, ცხადია, რომ მეუფე პეტრეს ემორჩილებიან, თუმცა მისთვის გაუგებარია, „მეუფე პეტრეს ეს რაში სჭირდება“.