loader

დონბასში სიტუაცია კვლავ კრიტიკულია - გარდაცვლილია 25 უკრაინელი სამხედრო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დონბასში სიტუაცია კვლავ კრიტიკულია - გარდაცვლილია 25 უკრაინელი სამხედრო


რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს, ჰიბრიდულ ძალებსა და უკრაინის მხარეს შორის არსებული დაპირისპირება დღითი დღე მწვავდება. უკრაინული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის შეიარაღებულმა ფორმირებებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 15-ჯერ დაარღვიეს, რის შედეგადაც ერთი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა.

კონფლიქტის ესკალაცია მარტის ბოლოდან მიმდინარეობს. პარალელურად, რუსეთის მხარემ აღმოსავლეთ საზღვარზე სამხედროების მობილიზაცია დაიწყო. უკრაინის შეიარაღებული ძალების განცხადებით, 2021 წლის დაწყებიდან დღემდე,  25 უკრაინელი სამხედროა გარდაცვლილი. ვლდამერ ზელენსკი დასავლეთს დახმარებისკენ მოუწოდებს - პრეზიდენტი ნატოს ქვეყნის წევრობის განხილვის საკითხის დაჩქარებისკენ მოუწოდებს. მისი განცხადებით, ეს კონფლიქტის დასრულების ერთადერთი გზა არის.

თავის მხრივ, კრემლი უარყოფს, რომ მისი მხრიდან პროცესების რაიმე სახით ესკალაციას აქვს ადგილი. ოფიციალური პოზიციის მიხედვით, რუსეთი საკუთარ თავს კონფლიქტის მონაწილე მხარედაც არ განიხილავს და აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე დაპირისპირებას უკრაინის ცენტრალურ ხელისუფლებასა და დონეცკის ძალებს შორის ბრძოლად მიიჩნევს.

„რუსეთის არმია გადაადგილდება რუსეთის ტერიტორიაზე იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც საჭიროდ თვლის და იმ ფორმით, რა ფორმითაც საჭიროდ თვლის ჩვენი ქვეყნის საიმედო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად”, - განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა.
დაძაბულობის ზრდის ფონზე, უკრაინის პრეზიდენტი დონბასში იმყოფება. მან ჯარისკაცებს ქვეყნის დაცვისთვის პირადად გადაუხადა მადლობა და კონფლიქტის შეწყვეტას დაჰპირდა.


ავტორი: ნინი გოგიშვილი

რუსეთ-უკრაინას შორის დაპირისპირება მწვავდება