loader

"ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეების ინფორმაციით, „ენკას“ ბაზასთან დაპირისპირებისას რამდენიმე ადამიანი დააკავეს - პროტესტი ხვალ გაგრძელდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეების ინფორმაციით, „ენკას“ ბაზასთან დაპირისპირებისას რამდენიმე ადამიანი დააკავეს - პროტესტი ხვალ გაგრძელდება


„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებმა „ენკას“ ბაზის მიმდებარე ტერიტორიიდან „გუმათჰესთან“ გადაინაცვლეს, სადაც კარვები აქვთ გაშლილი
რიონის ხეობაში, კომპანია „ენკას“ სამშენებლო ბაზის მიმდებარე ტერიტორია აქციის მონაწილეებმა დატოვეს და „გუმათჰესთან“ გადავიდნენ, სადაც კარვებ აქვთ გაშლილი.

ამ დროისთვის ადგილზე სიტუაცია განმუხტულია.

„ჩვეულებრივ ვათენებდით ღამეს და მოულოდნელად კომპანია „ენკას“ მანქანები დაიძვრნენ ხეობის მიმართულებით. ჩვენ გაცხადებული გვქონდა, რომ მათ არ გავატარებდით. დადგნენ ბიჭები გზაზე, ხელებაწაულები მშვიდობის ნიშნად. ამას მოჰყვა პოლიციის მხრიდან დარბევა ჩვენი აქტივისტების მისამართით. არავის ინდობდნენ, მათ შორის ქალების იყვნენ იქ. ვიღაცები ლამის ცეცხლში ჩაცვივდნენ. ახლა ავდივართ კარვების მიმართულებით, რადგან ვხედავთ, რომ რეპრესიულად ცდილობენ დაშალონ ჩვენი აქცია. დავიხევთ უკან დღეს და ხვალ იგივე მოთხოვნებით გავაგრძელებთ პროტესტს.~ - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.