loader

"დამატებითი კვლევები ჩავიტარე" - კახა კალაძე ჯანმრთელობის მდგომარეობაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დამატებითი კვლევები ჩავიტარე" - კახა კალაძე ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თავს კარგად გრძნობს და ორშაბათიდან საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.

როგორც კალაძემ სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვისას განაცხადა, მან დამატებით გამოკვლევები ჩაიტარა.

„დამატებით კვლევები ჩავიტარე ყველა მიმართულებით და ბედნიერი ვარ, რომ ყველანაირად კარგად ვარ. ორშაბათიდან სრულფასოვნად დავუბრუნდები ჩემს საქმიანობას და ერთად გავაკეთებთ ყველა იმ მნიშვნელოვან პროექტს, რომელიც დედაქალაქს სჭირდება“, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, თბილისის მერმა კახა კალაძემ ბოხუას სახელობის კლინიკა 4 აპრილს დატოვა. ის კლინიკაში რამდენიმე დღის განმავლობაში მკურნალობდა. კარდიოლოგის, პროფესორის, ზურაბ ფაღავას ინფორმაციით, თბილისის მერს, კახა კალაძეს. ე.წ. ვესტიბულოპათია აღენიშნებოდა. კლინიკის დატოვების შემდეგ კი კალაძე ჯანმრთელობის მდგომარეობის გადასამოწმებლად უცხოეთში იმყოფებოდა.