loader

აშშ, სამხრეთი აფრიკა და ევროკავშირი „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინის გამოყენებას გაურკვეველი ვადით აჩერებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აშშ, სამხრეთი აფრიკა და ევროკავშირი „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინის გამოყენებას გაურკვეველი ვადით აჩერებენ


აშშ, სამხრეთი აფრიკა და ევროკავშირი „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინის გამოყენებას გაურკვეველი ვადით აჩერებენ. მთავარ მიზეზად თრომბის შესაძლო განვითარების გამო გამოჩენილ განსაკუთრებულ სიფრთხილეს ასახელებენ.

აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტის სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული ვაქცინის გაკეთების შემდეგ ექვს პირს იმუნიზაციიდან ორი კვირის განმავლობაში იშვიათი სისხლის თრომბი განუვითარდა. შემთხვევა 18-დან 48 წლამდე ასაკის ქალებში დაფიქსირდა. ამ დროისთვის ქვეყანას ჯონსონის მიერ წარმოებული ვაქცინის 6 მილიონი დოზა უკვე აქვს მიღებული.

რაც შეეხება ევროკავშირს, ვაქცინის გამოყენების გადადების გადაწყვეტილება მისი მიწოდების დაწყებიდან 24 საათში მიიღო. შესაბამისად, გამოყენება ჯერ არ ყოფილა დაწყებული. ევროპელი ექსპერტები აშშ-ის შემდგომ ნაბიჯს ელოდებიან.

სამხრეთი აფრიკა კი იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც "ჯონსონის" მიერ წარმოებული ვაქცინის გამოყენება აქტიურად დაიწყო. ოფიციალური მონაცემების თანახმად, ამ დრომდე ქვეყანაში თრომის წარმოქმნის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, თუმცა ქვეყნის ჯანდაცვამ მსგავსი გადაწყვეტილება მაინც მიიღო.

საერთო ჯამში, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ქვეყნებს შემთხვევების ძირეულად გამოკვლევამდე ვაქცინის დაპაუზებისაკენ მოუწოდებს.


ავტორი: ნინი გოგიშვილი